Don Balon: “ბარსელონას” რადარზე 4 ნახევარმცველია

Don Balon: “ბარსელონას” რადარზე 4 ნახევარმცველია

Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში “ბარსელონა” ცენტრალური ნახევარმცველის გაფორმებას შეეცდება.

გამოცემა იტყობინება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ინტერესთა სფეროში 4 მოთამაშეა: მარკო ვერატი (პსჟ), ვაიგლი (დორტმუნდის “ბორუსია”), ნემანია მატიჩი (ლონდონის “ჩელსი”) და ბერნარდო სილვა (“მონაკო”).

სავარაუდოდ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი არდა თურანს გაყიდის, რომელსაც ჩინეთიდან 2 მომგებიანი შემოთავაზება აქვს. მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ლუის ენრიკე ტოვებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია