Diario Gol იტყობინება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ სეზონის ბოლომდე, მოთამაშე მწვრთნელის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო და ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვების გეგმა შეიმუშავა.
არგენტინელი, რომელიც მოთამაშეებისა და ხელმძღვანელების ნდობით სარგებლობს, მიიჩნევს, რომ მიუხედავად “რიასორიზე” (1:2) განცდილი მარცხისა, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” პრიმერას მოგების შანსი აქვთ.
გადამწყვეტ მატჩად ის მომავალ “ელ კლასიკოს” მიიჩნევს, რომელიც 23 აპრილს შედგება. ამჟამად მადრიდულ კლუბსა და “ბლაუგრანას” შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა, მაგრამ ლიდერებს თადარიგში 1 შეხვედრა აქვთ.
მესი აქტიური როტაციის წინააღმდეგია, რასაც ენრიკე მიმართავს. ნეიმარის გარეშე გუნდის თამაშის ხარისხი შედარებით დაბალია, ანდრე გომეშსა და დენის სუარესს კი რაკიტიჩისა და ინიესტას ღირსეულად შეცვლა არ შეუძლიათ.
“ბარსელონას” კონტრაქტი ლუის ენრიკესთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ასტურიელმა სპეციალისტმა კი კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
