“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ აღიარა, რომ მის შვილს, ტიაგოს ფეხბურთი დიდად არ უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ “კამპ ნოუზე” მატჩებს ესწრება.
“ჩემ შვილს ფეხბურთი დიდად არ უყვარს. ის თამაშებზე დადის, რადგან მატჩებზე სუარესის, შვილი, ბენჯამინი და რამდენიმე თანაკლასელიც დადიან, მაგრამ თავად ტიაგო გულშეამტკივარი არაა. ის სუარესის შვილს არ გავს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბურთითაა დაკავებული.” – განაცხადა მესიმ.
