“რომას” ხელმძღვანელობა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება ll Messaggero.
ბოლო დღეებში პრესა იმის შესახებ წერდა, რომ რომაული გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ლუჩიანო სპალეტი სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, “რომას” პრეზიდენტს, ჯეიმს პალოტას თავის განკარგულებაში გამარჯვებულის ფსიქოლოგიით ძლიერი გუნდის ყოლა სურს და თვლის, რომ ლუის ენრიკე იდეალური სპეციალისტი იქნებოდა ამისთვის. თუმცა, კლუბში არ არიან დარწმუნებულები, რომ ესპანელი სპეციალისტი წინადადებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს ის “ბარსელონას” ტოვებს.
ლუის ენრიკე უკვე მუშაობდა “რომაში”, 2011-2012 წლებში, შემდეგ კი “სელტა” ჩაიბარა.