მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერსონი: “ნეიმარი 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა”

ჟერსონი: “ნეიმარი 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ჟერსონი, რომელიც 1970 წელს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მიიჩნევს, რომ ნეიმარი მაშინდელი ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა.

“ნეიმარს მაშინდელ ბრაზილიის ნაკრებში ადგილი არ ექნებოდა. ვის ნაცვლად ითამაშებდა? რიველინიოს, პელეს, ტოსტაოსა და ჟაირზინიოს ვერ ჩაანაცვლებდა.

ნახევარდაცვაშიც არ ექნებოდა თავისი ადგილი. გუნდში იყო კაჟუ – უდიდესი ტალანტი. ის შესანიშნავად თამაშობდა ყველა პოზიციაზე, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ისიც კი არ ვიცი ნეიმარი სათადარიგოთა სკამზე თუ მოხვდებოდა.”-ამბობს ჟერსონი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში