არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ხუან რომან რიკელმამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული გუნდისთვის ლიონელ მესი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ “რეალისთვის”. ექს-ფორვარდის აზრით, “ალბისელესტე” და “სამეფო კლუბი” ამ ორი მოთამაშის გარეშე უბრალოდ კარგი გუნდები არიან.
“არგენტინის ნაკრები მესის გარეშე უბრალოდ კარგი გუნდია. ლიონელი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იგივე სიტუაციაშია “რეალიც”, როცა რონალდუ მოედანზე არ იმყოფება.”-ციტირებს რიკელმეს სიტყვებს FourFourTwo.