ფერნანდეს ბორბალანის შეცდომას სწრაფი რეაქცია მოჰყვა სოციალური ქსელებიდან.
“დეპორტივომ” “ბარსელონას” 2-1 სძლია, მაგრამ მსაჯების შეცდომით. მათი მეორე გოლი არასწორად დანიშნული კუთხურიდან გაიტანეს. ალეხანდრო არიბასის დარტყმა ძელს მოხვდა, მაგრამ მსაჯების აზრით, ბურთზე თამაში ტერ შტეგენმა მოახდინა.
ზუსტად ამ კუთხურის შემდეგ, ბერგანტინიოსმა ალბას აჯობა და კარის ბადეში გაახვია ბურთი. “ბარსელონა” ამ გოლის წყალობით სატიტულო ბრძოლას ჩამორჩა.
ფერნანდეს ბორბალანის შეცდომამ ხალხის პროვოკაცია მოახერხა სოც. ქსელებში – ზოგიერთმა საჭიროდ ჩათვალა მატჩის გადათამაშება, როგორც ეს ზოგ-ზოგიერთებმა მოინდომეს “ბარსელონასა და პსჟ-ს შორის (დაწვრილებით).
