“ბარსელონას” უნივერსალის, ხავიერი მასკერანოს ძმა სებასტიან მასკერანო მიიჩნევს, რომ მისი ძმა კარიერას “რივერ პლეიტში” დაასრულებს.
“ვიტყოდი, რომ ხავიერი კარიერას “რივერ პლეიტში” დაასრულებს. ეს ის კლუბია, რომელმაც მას ბევრი მისცა. ყველაფერი, რასაც ჩემმა ძმამ მიაღწია, “რივერ პლეიტის” დამსახურებაა. ის არგენტინულ კლუბში დაბრუნებას მოისურვებს, რათა სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს”, – აცხადებს მასკერანოს ძმა.
მასკერანო “რივერ პლეიტში” 2003-05 წლებში თამაშობდა.
