მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca-ს გამოკითხვა: “ბარსელონას” მსაჯი დაეხმარა

Marca-ს გამოკითხვა: “ბარსელონას” მსაჯი დაეხმარა

მადრიდულმა გამოცემამ, Marca-მ, თავის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა – დაეხმარა თუ არა მსაჯი “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლაში.

როგორც იცით, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი 0:4 წააგო, განმეორებით შეხვედრაში კი “პარი სენ ჟერმენი” 6:1 გაანადგურა და ტურინის მომდევნო ეტაპზე გავიდა. თამაშის შემდეგ მთავარი არბიტრის, დენის აიტეკინის რამდენიმე გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მადრიდული გამოცემის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რესპონდენტთა 61 პროცენტი თვლის, რომ აიტეკინი კატალონიურ კლუბს დაეხმარა. გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 150000-მა ფეხბურთის გულშემატკივარმა მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში