“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, “პარი სენ ჟერმენთან” ბრწყინვალე “ქამბექის” შემდეგ, გულშემატკივრებზე ისაუბრა.
“ისტორიულად, ასეთ შემთხვევებში, ანგარიშით 3:1-ის დროს, გულშემატკივრები სტადიონს ტოვებენ. თუმცა, ფანები ჩვენს გუნდთან დარჩნენ და ბოლომდე დაგვიჭირეს მხარი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალ გულშემატკივრებს “ბარსელონასი” უფრო მეტად სჯერათ და მათ შეძლეს გაერთიანება იმათთან, ვისაც გუნდის ნამდვილად არ სჯეროდათ”.
“ბარსელონამ” ბოლო 3 გოლი 88-ე, 91-ე და 95-ე წუთებზე გაიტანა.
