მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტომ ბარსელონა “შეარყია”

სერჟი რობერტომ ბარსელონა “შეარყია”

8 მარტს, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის გამართულმა დაპირისპირებამ არა მხოლოდ ფეხბურთის ისტორია შეცვალა, არამედ ქალაქის მცხოვრებთა სიმშვიდეზეც იქონია გავლენა.

მატჩის 95-ე წუთზე, სერჟი რობერტოს მიერ გატანილი გოლის დროს, “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა თავიანთი ემოციები ისე გამოხატეს, რომ ეს ხმაური რიხტერის შკალაზე (ხელსაწყო, რომლითაც მიწისძვრის სიძლიერე იზომება) დაფიქსირდა. რყევები სტადიონიდან დაახლოებით 500 მეტრში მყოფმა სეისმოლოგმა, ხაუმე ალმერამ დააფიქსირა.

El Pais-ის ცნობით, გოლის მომენტში, ბარსელონაში დაფიქსირდა რყევები, რომლის მსგავსიც ქალაქში ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში