“ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ (6:1) შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
“არასდროს გადამიტანია მსგავსი რამ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენგან მწვრთნელს სურდა.
როდესაც ჩვენ ასეთი განწყობით ვთამაშობთ, მაშინ ძალიან ძლიერად გამოვიყურებით. პარიზმა თამაშის შესაძლებლობა მოგვცა და მათ გაქცევა ვაიძულეთ.
ჩვენ კარგად მოვემზადეთ. დიდი გუნდები ფეხზე მალევე დგებიან, მას შემდეგ, რაც დაეცნენ.” – განაცხადა ფრანგმა.
