მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტო: “თავადაც არ ვიცი, როგორ შევძელი პსჟ-ს კარში მეექვსე ბურთის გატანა”

რობერტო: “თავადაც არ ვიცი, როგორ შევძელი პსჟ-ს კარში მეექვსე ბურთის გატანა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ, რომელმაც პსჟ-სთან მატჩში (6:1) გადამწყვეტი გოლი გაიტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“თავადაც არ ვიცი, როგორ შევძელი გატანა. მე უბრალოდ ბურთს დავეწიე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან რთული თამაში იყო. კავანის გოლის შემდეგ ჩვენ სამჯერ გატანა გვჭირდებოდა. დავამტკიცეთ, რომ ბოლო გამარჯვებები ამაო არ იყო და ბევრი შეგვიძლია.

ჩვენ მივაღწიეთ მიზანს გულშემატკივრებისთვის და ახლა ამას ავღნიშნავთ. შემდეგ პრიმერას დავუბრუნდებით.” – ციტირებს რობერტოს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში