მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამოსი: “კმაყოფილი ვიქნები, თუ “ბარსელონა” დამარცხდება”

რამოსი: “კმაყოფილი ვიქნები, თუ “ბარსელონა” დამარცხდება”

მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი იმედოვნებს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ვერ მოახერხებს. როგორც იცით, ლუის ენრიკეს კოლექტივი “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ პირველ მატჩში ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

“მშვიდად დავიძინებ, თუ “ბარსელონა” წააგებს და მომდევნო ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებს. ამ შემთხვევაში ბევრად კმაყოფილი ვიქნები.”-ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca. “რეალის” კაპიტანს ადრეც გაუკეთებია მსგავსი შინაარსის განცხადება.

საპასუხო მატჩი “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის დღეს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში