მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო ვარჯიში “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩამდე

ბოლო ვარჯიში “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩამდე

ყველაფერი მზადაა ერთ-ერთი რთული გამოწვევისთვის, რომელიც “ბარსელონამ” მიიღო. ოთხშაბათის ღამეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მეორე, გადამწყვეტი დაპირისპირება, რომელშიც კატალონიელებს მოუწევთ 4-ბურთიანი ანგარიშის აღმოფხვრა.

ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მომზადება, რომელიც “ბარსელონამ” დღეს დაასრულა – კატალონიელებმა “სიუტატ ესპორტივა ხუან გამპერზე” ივარჯიშეს.

ვარჯიშს დაესწრო პირველი გუნდი ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი. ვარჯიშის შემდეგ ლუის სუარესმა და ლუის ენრიკემ პრესკონფერენციები გამართეს.

რაც შეეხება სტუმრებს, ისინი “კამპ ნოუზე” დღეს ივარჯიშებენ 21 საათსა და 30 წუთზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში