საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთლი კრისტოფ დიუგარი მის ქვეყანაში არსებულ საფეხბურთო სელექციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოქმედი მოდელი ისეთ ფეხბურთელებს დაიწუნებდა, როგორებიც ჩავი, ინიესტა და მესი არიან.
“ფრანგული ფეხბურთის რეალობა ასეთია – რამდენიმე წლის წინ, ინიესტას, ჩავისა და მესის ფრანგულ საფეხბურთო სკოლაში არ მიიღებდნენ. ბოლო წლებში არსებული სელექციის სისტემა ითვალისწინებდა, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ. ფეხბურთელების ფორმირების ცენტრებში ეს მიდგომა ახლაც შენარჩუნებულია და ფეხბურთელის ტექნიკური განვითარება ნაკლებად მნიშვნელოვანია.” – აცხადებს დიუგარი.
