ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონას” წინააღმდეგ მარკო ვერატი, ანხელ დი მარია და ტიაგო მოტა ვერ დაეხმარებიან.
ფრანგული გუნდის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ სამივე ფეხბურთელი ოთხშაბათს გასამართ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. როგორც იცით, პირველი დაპირისპირება დასრულდა პსჟ-ს გამარჯვებით, ანგარიშით 4:0.
ჯერჯერობით, “ბარსელონას” სერიოზული კადრობრივი პრობლემა არ აქვს.
😀 აუ დაერხა პსჟ_ს ისტორიაში შევა ბარსა 4:0 წაგებული მატჩი 5:0 მოიგებს 😀