ცნობილი გახდა იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ოთხშაბათის მატჩებში იმუშავებენ.
“ბარსელონასა” და “პარის სენ-ჟერმენს” შორის მატჩს გერმანელი არბიტრები გაუძღვებიან. მთავარი რეფერი დენის აიტეკინი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
