მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კამპ ნოუზე” პსჟ-სთან მატჩის დროს შესანიშნავი ატმოსფერო იქნება

“კამპ ნოუზე” პსჟ-სთან მატჩის დროს შესანიშნავი ატმოსფერო იქნება

8 მარტს “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” გულშემატკივრებს დიდი მატჩი გველის, 0:4-ის შემდეგ კატალონიელები შეეცდებიან საოცრება მოახდინონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

“ბარსელონა” მატჩის მიმდინარეობისას “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე ნამდვილ სანახაობას გვპირდება. შეხვედრის დაწყებისას გულშემატკივრები გამოფენენ დიდ ბანერს, რომელზეც ეწერება: “TOTS AMB L’EQUIP”, რაც ქართულად ნიშნავს – “ყველა გუნდის უკან”.

ეს ყველაფერი არ არის. მატჩამდე გუნდის საშინაო არენაზე შეტანილი იქნება 80 000 დროშა და გულშემატკივრები ამგვარად დაუჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ კლუბს. “კამპ ნოუზე” “პარი სენ-ჟერმენს” ძალიან ცუდი ატმოსფერო ელით.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში