გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ლიონელ მესის წელიწადში 35 მილიონ ევროზე მეტს არ გადაუხდის. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.
გამოცემა Marca მესის “ბლაუგრანას ტოტის” უწოდებს, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში არგენტინელს “ბარსელონას” გარდა არსად უთამაშია. თავის მხრივ, იტალიელი ყოველთვის “რომას” ღირსებას იცავდა.
ლიონელმა უკვე უარყო წინადადება ჩინეთიდან. არგენტინელს ხელფასის სახით 50 მილიონი შესთავაზეს. გამოცემა წერს, რომ “ბარსელონა” საკუთარ თავს ამდენად დიდი თანხის გადახდის უფლებას ვერ მისცემს.
თუ მესის ანაზღაურება წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება, არგენტინელი მაინც გახდება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
