მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიოლ რომეუ, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს

ორიოლ რომეუ, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველი ორიოლ რომეუ, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს. ის განიხილება, როგორც სერხიო ბუსკეტსის რეზერვისტი. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

25 წლის ნახევარმცველი “წმინდანების” რიგებში კარგ სეზონს ატარებს, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა, ამ სეზონში რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ჩაატარა.

ორიოლ რომეუ “ბარსელონას” აღზრდილია. 2011 წელს ის “ჩელსიში” გადავიდა 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ესპანელი არენდით თამაშობდა “ვალენსიასა” და “შტუტგარტში”. ახლა “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში