მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ნეიმარ და სილვამ შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
Don Balon-ის თანახმად, ბრაზილიელი ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნით უკმაყოფილოა, რაც სამომავლოდ ახალგაზრდა თავდამსხმელის “ოქროს ბურთის” მოგების შანსებს ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარის შეძენა ორივე მანჩესტერულ გრანდს სურს. ბრაზილიელისთვის “პარი სენ-ჟერმენიც” იბრძვის.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ნეიმარმა 12 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
