ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში, ლიონელ მესიმ ვიგოს “სელტას” კარში გატანილი გოლი უჩვეულოდ აღნიშნა. არგენტინელის ქმედებამ საზოგადოებაში უამრავი ვარაუდი წარმოშვა.
ხალხის გარკვეული ნაწილის ვარაუდით, ამ ჟესტით არგენტინელმა “ბლაუგრანას” პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს კონტრაქტის თაობაზე დაკავშირება სთხოვა.
ზოგიერთი ადამიანის აზრით, მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ხორხე სამპაოლისთან დაკავშირება და მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ურჩია.
მესის ვერსია უფრო პროზაული აღმოჩნდა. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ეს ჟესტი მის ნათესავს მიუძღვნა, რომელიც მთელი ღამე უშედეგოდ ცდილობდა ბიძამისთან დაკავშირებას.
გუშინდელ მატჩში ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა.

რა სისულელეა
ხო მეც ესე მგონია
ლეგენდა <3
აუუ ცუდად ვარ არგუმენტი იყოო ნუ იტყვიიი….:დ( ლეოს მხრიდან)… ვერსიებიც ნაგარი ძაან:დ
ჩემი ვერსიით პარიზში დარეკა
მესი გაიპარსე ძმურად!!!
:დდდდდდდდდედდდდე
პირველი ორი ვერსია უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია.
rogor uxdeba mesinios wveri