“სელტასთან” დაპირისპირების შემდეგ (5:0), “ბარსელონას” მცველმა სამუელ უმტიტიმ აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, “პარი სენ-ჟერმენს”, იმავე განწყობით უნდა შეხვდეს. ფრანგმა გუშინ “ბლაუგრანას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
“მიხარია, რომ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გავიტანე. “პარი სენ-ჟერმენთან” დაპირისპირება განსხვავებული იქნება, მაგრამ მოედანზე ისეთივე ამაღლებული განწყობით უნდა გამოვიდეთ, როგორც “სელტასთან”.
გული მწყდება, რომ ენრიკე გუნდს ტოვებს. აქ სწორედ ლუისის დამსახურებით ვიმყოფები, რის გამოც მისი მადლიერი ვარ.”-ამბობს უმტიტი.
