“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუშინდელი მატჩის შემდეგ (5:0), “პარი სენ-ჟერმენთან” განმეორებით შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა.
“პსჟ უფრო მძლავრ ზეწოლას მოახდენს და თავს არ დაიცავს, როგორც “სელტა”. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. პირველ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ იღბალთან ერთად ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. ამისთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ.
გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ, რასაც მოთამაშეებს ნათლად აჩვენებენ. ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე ხარჯებიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა წარმატებისა და შესაძლო “ქამბექის” – რატომაც არა?” – ამბობს ენრიკე.



