“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა “სელტასთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა (5:0) და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. როგორც იცით, ფრანგულ პსჟ-სთან კატალონიელები 0:4 დამარცხდნენ.
“გამარჯვებითა და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.
ოთხშაბათს კარგად უნდა ვითამაშოთ. “პარი სენ-ჟერმენს” შევებრძოლებით – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მატჩი. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი მორალურად ამაღლებული და თავდაჯერებულია. ფეხბურთს ვითამაშებთ და მისგან სიამოვნებას მივიღებთ – ეს “ბარსელონას” ფილოსოფიაა.”-ამბობს ნეიმარი.
