კატალონიის “ბარსელონას” ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფრანგმა “ბარსელონასთან” ერთად, ამ 16 მატჩიდან ყველა, 16-ვე მოიგო და ბევრმა იგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თილისმად მონათლა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “ბლაუგრანამ” უმტიტის გარეშე ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ მოიპოვა გამარჯვება (6 წაგება, 2 ფრე).
გუშინ, “სელტასთან” მატჩში უმტიტიმ სადებიუტო გოლი გაიტანა “ბლაუგრანას” მაისურით. 26-ე ტურის შეხვედრა კატალონიელთა ტრიუმფალური გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=DkrcHsUj5K0]
