“ინტერის” თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა კატალონიის “ბარსელონა”. როგორც იცით ის “ბლაუგრანას” ღირსებას 2008-2011 წლებში იცავდა.
“ბარსელონაში” მოხვედრამდე ფეხბურთი ჩემი ჰობი იყო. გუნდთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. კატალონიაში მიღებული გამოცდილება იტალიის ჩემპიონატში კარგად გამოსვლაში დამეხმარა.
“ბარსელონადან” წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კლუბის სტილი მე არ შემეფერება. იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი სხვანაირადაა. ჩემი მომავალი “ინტერს” უკავშირდება. აქ სამუდამოდ დარჩენას ვისურვებდი.
მსურს თუ არა მესისთან ერთად თამაში? დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ლეოსთან ერთად ყოფნით ვიამაყებდი. არგენტინელი ვარ და საუკეთესოდ სწორედ ის მიმაჩნია.”-ამბობს იკარდი.
