მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ბარსელონა? ლუის ენრიკეს წასვლა მე არ მეხება”

ვალვერდე: “ბარსელონა? ლუის ენრიკეს წასვლა მე არ მეხება”

“ატლეტიკ ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

“არაფრის გაკეთება შემიძლია იმასთან დაკავშირებით, რომ მწვრთნელი გუნდიდან მიდის. ეს მე არ მეხება. მე ჩემი გუნდის სამუშაოზე ვარ ორიენტირებული.

მესმის, რომ მედიაში მწვრთნელებზე ინფორმაციები გავრცელდება – ან ახალ სამუშაო ადგილზე, ან ძველი ადგილიდან წასვლაზე. მესმის, რომ ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს.

ვიფიქრებ თუ არა შემოთავაზებაზე? მე “ატლეტიკში” ვარ, რაზე უნდა ვიფიქრო?” – განაცხადა ვალვერდემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში