“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აგრძელებს. Diario Gol-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” თავისი პირობები გააცნო.
მესის სურს, რომ ზაფხულში გუნდს სათავეში ხორხე სამპაოლი ჩაუდგეს. არგენტინელის აზრით საჭიროა შემადგენლობის გაძლიერებაც.
ვიცე-კაპიტანი მიიჩნევს, რომ კლუბმა “არსენალის” განაპირა მცველი, ექტორ ბელერინი და მუსა დემბელე უნდა გაიფორმოს. ამასთანავე, მესის თქმით კიდევ 2 მოთამაშის გაფორმებაა საჭირო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვის გულისხმობს არგენტინელი.
როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე “ბარსელონას” დატოვებს.