მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ვალვერდეს თხოვნით მიმართა

“ბარსელონამ” ვალვერდეს თხოვნით მიმართა

“ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს თხოვნით მიმართა. კატალონიელებს სურთ, რომ სპეციალისტმა ბასკურ კლუბთან კონტრაქტის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიიღოს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ჯერ კიდევ ეძებენ ლუის ენრიკეს შემცვლელს. “ატლეტიკის” მწვრთნელი ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია. ბასკური გუნდის ხელმძღვანელობას სპეციალისტის დაკარგვა არ სურს.

სავარაუდოდ, “ატლეტიკი” ვალვერდეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში