მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოზილი: “2010 წელს “ბარსელონაში” გადასვლა მსურდა”

იოზილი: “2010 წელს “ბარსელონაში” გადასვლა მსურდა”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ის “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო.

“2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემით “არსენალი”, “მანჩესტერი”, “ბაიერნი”, “ბარსა” და “რეალი” დაინტერესდნენ.

“ბარსელონაში” გადასვლა მსურდა, რადგან ეს გუნდი ყველაზე ლამაზ თამაშს დემონსტრირებდა. გვარდიოლა (იმ დროს კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი) მოლაპარაკების პროცესს არ დაესწრო. შეხვედრის შემდეგ მას არც დაურეკავს და არც წერილი გამოუგზავნია.

ხოსეპმა არ დამანახა, რომ ტრანსფერით დაინტერესებული იყო და შესაბამისად, “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამიქრა.”-წერს იოზილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში