“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა კლუბის მცველს, ხერარდ პიკეს მხარი დაუჭირა, რომელმაც “ვილიარეალი” – “რეალის” მატჩში (2:3) მომუშავე არბიტრები გააკრიტიკა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, ხესუს მანსანომ “ყვითელი წყალქვეშა ნავის” კარში პენალტი დანიშნა, ბრუნო სორიანოს ხელით თამაშის გამო. პიკემ განაცხადა, რომ “რეალმა” მსაჯების შეცდომების წყალობით 8 ქულით მეტი მოაგროვა.
“როდესაც “ბარსელონამ” “ვილიარეალის” წინააღმდეგ ითამაშა, ჩვენ ანალოგიური სიტუაცია გვქონდა. ბურთი ბრუნოს ხელზე მოხვდა, მას მხოლოდ მეკარის ხელთათმანი აკლდა. ასეთია რეალობა. მოსწონს თუ არა ეს ხალხს, პიკე სიმართლეს ამბობს.” – ციტირებს ფერნანდესს Marca.



