მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “როგორც “ბარსას” გულშემატკივარს, ლუჩოს წასვლა ძალიან მეწყინა”

გვარდიოლა: “როგორც “ბარსას” გულშემატკივარს, ლუჩოს წასვლა ძალიან მეწყინა”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

“ამ 3 წელიწადში “ბარსელონა” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა. “ბლაუგრანა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ეს სწორედ ლუჩოს დამსახურებაა.

როდესაც ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, ძალიან მეწყინა. “ბარსელონას” გულშემატკივრებს მისი სახით ძალიან დაგვაკლდება სრულყოფილი მწვრთნელი.

ლუჩოს ძალიან კარგად ვიცნობ და მისი ხასიათი ვიცი. როგორც მწვრთნელი, მე მის გადაწყვეტილებას ვიზიარებ და მესმის მისი სიტუაცია. ლუის ენრიკეს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.” – განაცხადა გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში