მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სპორტინგი”: იციცთ თუ არა, რომ…

“ბარსელონა” – “სპორტინგი”: იციცთ თუ არა, რომ…

დღეს, “ბარსელონა” ხიხონის “სპორტინგს” ეთამაშება. გთავაზობთ, 10 საინტერესო ფაქტს.

1. სტუმრების საშინაო არენა იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სახელწოდებაა – “ელ მოლინიონი”. ეს სტადიონი გამოირჩევა იმით, რომ ესაა ყველაზე ძველი პროფესიონალური სტადიონი ესპანეთში (1908 წლიდან). გარდა ამისა, ამ ადგილას ადრე წყლის წისქვილი ყოფილა.

2. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება დიდ ისტორიასთანაა დაკავშირებული. “კამპ ნოუზე” ამ ორ გუნდს შორის დღევანდელი თამაში იქნება რიგით 43-ე და ცნობისთვის, “ბარსელონას” უკანასკნელ თამაშებს “სპორტინგთან” არ აგებს. ბოლოს ასტურიელებმა “კამპ ნოუზე” გამარჯვება 1987 წელს მოახერხეს, როცა ტერი ვენეიბლზის შეგირდება, გამანადგურებელი ანგარიშით, 0-4 წააგეს მათ წინააღმდეგ.

3. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ასტურიელია. ის ხიხონში დაიბადა და, რა თქმა უნდა, “სპორტინგის” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. პირველი გუნდის მაისურით, მან 35 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მართალია, მან გუნდი 1991 წელს დატოვა, მაგრამ მასთან კარგი და ემოციური მოგონებები აკავშირებს.

4. “ბარსელონამ” “სპორტინგს” “კამპ ნოუზე” უკანასკნელ მატჩში 6-0 მოუგო. 5-0 დამთავრდა უკანასკნელი მატჩი ამ ორ გუნდს შორის. “სპორტინგის” მეკარე ივან კუელარმა ამ მატჩებში ბევრი გოლი გაუშვა. ცნობისთვის, ივან კუელარი იცავდა “ატლეტიკოს” კარს 2007/08 წლების სეზონში, როცა “ბარსამ” “ატლეტიკოს” 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

5. “სპორტინგის” მთავარი მწვთნელი რუბი ვილას-დე-მარში დაიბადა. ეს კი კატალონიას ეკუთვნის. ცნობისთვის, მას ადრე “ბარსელონაში” აქვს ნამუშავები. ის იყო სამწვრთნელო შტაბის წევრი ტიტო ვილანოვას და ხერარდო მარტინოს დროს, მაგრამ შემდეგ ის “ვალიადოლიდში” წავიდა.

6. ადრე, 2009/10 წლების სეზონში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 31 აგვისტოს, “ბარსას” რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა “სპორტინგის” წინააღმდეგ. მან გოლის გატანა მოახერხა. ცნობისთვის, იბრაჰიმოვიჩმა, მომდევნო 4 მატჩშიც გაიტანა.

7. “სპორტინგის” შემადგენლობის 3 წევრი “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშეები არიან. ესენია: დუგლასი, ტორესი და კარმონა. ტორესმა “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშა 2008/09 წლების სეზონში, ხოლო კარლოს კარმონა კი იყო “ბარსელონა ბ”-ს წევრი და თამაშობდა ხორდი მასიპის, სერჟი რობერტოს და რაფინიას გვერდით. დუგლასზე ყველას კარგად მოეხსენება…

8. ყველამ კარგად ვიცით “ბარსელონას” აკადემიაზე, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ “ბლაუგრანა” კარგ ფეხბურთელებს “მარეოდან” (“სპორტინგის” აკადემია) იღებს, მაგ: ივან იგლესიასი (მოთამაშე, რომელმაც გოლი გაუტანა მადრიდის “რეალს”, როცა “ბარსელონამ” 5-0 მოიგო), ხულიო სალინასი, აბელარდო ფერნანდესი და კინი.

9. ერთ-ერთი ცნობილი მოთამაშე, რომელსაც “ბარსელონასა” და “ხიხონშიც” აქვს ნათამაშები, არის დავიდ ვილია. ის “სპორტინგში” თამაშობდა 2001-2003 წლებში. მისი კარიერა კი შემდეგ კარგად განვითარდა და “ბარსელონაში” 3 წელი ითამაშა. მან ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა.

10. “სპორტინგს” ლა ლიგა არასოდეს მოუგია. მათი საუკეთესო მიღწევაა 1979 წელს მეორე ადგილი. კოპა დელ რეიზე კი 1981 და 1982 წლებში ითამაშეს ფინალი და ორივეში წააგეს (პირველი “ბარსელონას”, ხოლო მეორე “რეალის” წინააღმდეგ).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში