“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონაში” მუშაობით დაინტერესებული არ არის.
“ამჟამინდელი სიტუაცია განსხვავდება 5-6 წლის წინანდელისგან. მაშინ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ ახლა სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ. “ევერტონთან” კონტრაქტი მაკავშირებს და აქ დარჩენა მსურს.”-ციტირებს კუმანის სიტყვებს Sky Sports.
ადრე მედია წერდა, რომ კუმანს “ევერტონთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.
