მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ალვესის შემცვლელს “ფეინოორდში” მიაგნო

“ბარსელონამ” ალვესის შემცვლელს “ფეინოორდში” მიაგნო

El Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” “ფეინოორდის” მარჯვენა მცველით, რიკ კარსდორპით დაინტერესდა. წყაროს თანახმად, “ბლაუგრანამ” შესაძლოა, მოთამაშე ზაფხულში გაიფორმოს.

“ბარსელონა” კარსდორპს განიხილავს, როგორც დანი ალვესის ღირსეულ შემცვლელს, რომელმაც კლუბი გასულ წელს დატოვა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის განაპირა მცველმა “ფეინოორდის” მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში