მადრიდის “ატლეტიკოსთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” ლა ლიგის მორიგ ტურში უწევს ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ თამაში “კამპ ნოუზე”.
ეს ნიშნავს, რომ ლუის ენრიკემ და მის შეგირდებმა გამართეს 2 სავარჯიშო სესია: გუშინ და დღეს. ორივე სავარჯიშო სესია გაიმართა ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო მოედანზე.
დღევანდელ ვარჯიშს პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი წევრი დაესწრო. ვარჯიშის დროს, ტემპერტურა დაახლოებით, 17ºC იყო.
ვარჯიშის შემდეგ, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
