მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვივესი: “გასვლით მატჩებში მსაჯებს საჩუქრებს არ ვუკეთებთ”

ვივესი: “გასვლით მატჩებში მსაჯებს საჩუქრებს არ ვუკეთებთ”

“ვილიარეალსა” და მადრიდის “რეალს” შორის ჩატარებული მატჩის შემდეგ (2:3), საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. არბიტრთა ბრიგადამ, ხესუს მანსანოს მეთაურობით, სტადიონი მადრიდული კლუბის ჩანთებით დატოვა. ამას “ბარსელონას” პრესს-ოფიცერი, ხოსეპ ვივესი გამოეხმაურა.

“გასვლით მატჩებში მსაჯებს საჩუქრებს არ ვუკეთებთ.” – განაცხადა ვივესმა.

როგორც As იტყობინება, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკი”, “სოსიედადი” და “ვილიარეალი” მსაჯებს კლუბის სიმბოლოებს ჩუქნიან – სამკერდო ნიშნებს, დროშებს, კალმებს და ა.შ.

გარდა ამისა, მსაჯებს, რომლებიც “რეალის” საშინაო მატჩებში მუშაობენ, ასევე პერსონალურ მაისურს ჩუქნიან, თავისი გვარითა და ზურგზე თამაშის თარიღით. როგორც წესი, ოთხი არბიტრიდან თითოეული, მადრიდული კლუბისგან 5 ჩანთას იღებს, მატჩის დელეგატი კი – ერთს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში