“ბარსელონას” თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, შესაძლოა, უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი დატოვოს.
23 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2016 წლის ზაფხულში, “ვალენსიადან” გადავიდა. ამ სეზონში ალკასერმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. როგორც Don Balon იტყობინება, ეს “ბარსას” ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, რომ პაკოს შემცვლელის ძიება დაიწყოს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ლიდერები ასევე ვერ ხედავენ ფეხბურთელის პერსპექტივას გუნდში და არ სჯერათ, რომ ის კატალონიელთა სათამაშო სქემაში “ჩაჯდება”.
