ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, თითქოს “არსენალის” განაპირა მცველს, ექტორ ბელერინს კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნება სურდა.
თუ ბრიტანულ გამოცემა Daily Star-ს დავუჯერებთ, ესპანელი მცველი მზადაა “ბარსელონაზე” უარი თქვას და პეპ გვარდიოლას გუნდს შეუერთდეს.
აღსანიშნავია, რომ ბელერინმა ინგლისის პრემიერ ლიგაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. კატალონიელთა ექსდამრიგებელმაც არ დააყოვნა და “ქალაქელთა” ხელმძღანელობას ესპანელის ტრანსფერზე მუშაობა სთხოვა.
