კატალონიის “ბარსელონა” მომდევნო კვირაში “კამპ ნოუზე” ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს, მატჩს კი “ლურჯ-ბროწეულისფერ” გულშემატკივართა ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მსაჯი, ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
მანსანომ გუშინ “ვილიარეალი” – “რეალის” მატჩში იმსაჯა და რამდენიმე შეცდომაც დაუშვა, შევხედრის შემდეგ ბევრი საუბარი იყო ესპანელ არბიტრზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სამეფო თასის ნახევარფინალური მატჩი “ატლეტიკოსთან” სწორედ მან განსაჯა და ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა, კატალონიელებს 2 ფეხბურთელი გაუძევა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ “ბარსელონა” – “სელტას” მატჩი 4 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.



