“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი თვლის, რომ კატალონიელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ “პარის სენ-ჟერმენთან”, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში სიტუაცია გამოასწორონ. ამის შესახებ, ესპანელმა რუსეთში, 2017 წლის კონფედერაციის თასამდე, ფიფას დელეგაციის ვიზიტის დროს ისაუბრა.
“ვისურვებდი მეტი დრო გამეტარებინა რუსეთში, აქ, პეტერბურგში. მე უკვე ვიყავი აქ, მაგრამ დრო ყოველთვის მცირე იყო – ქალაქში გასეირნება ვერ შევძელი. მსურს ოჯახთან ერთად ჩამოვიდე.
“ბარსელონა”? დიახ, პსჟ-სთან მატჩში ანგარიში არაა საუკეთესო, მაგრამ გუნდს მდგომარეობის გამოსწორების შანსი აქვს.” – განაცხადა პუიოლმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის საპასუხო მატჩი 8 მარტს შედგება.


