“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ (2:1) შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
“ყველაზე მთავარი გამარჯვებაა, ამიტომაც, ჩვენ, ყველას შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. წინ ძალიან ბევრი მატჩია, მაგრამ გამარჯვება ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.
ეს ძალიან რთული გასვლაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში სამი ქულის მოპოვება შევძელით. ჩვენ ხარისხიანი მატჩი ჩავატარეთ, მოედანზე ყველა კარგად მოქმედებდა.
დიდი სურვილი და ამბიციები დაგვიბრუნდა, რომ ჩემპიონატი კვლავ მოვიგოთ. გუნდი მუშაობას აგრძელებს და გვესმის, რომ ჩვენ საჩემპიონო რბოლაში ვართ.
თუმცა, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. საჭიროა, რომ “რეალმა” თავისი მატჩები წააგოს.” – განაცხადა სუარესმა.
