მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” დამარცხებისთვის დიდი ძალები დახარჯა”

ენრიკე: “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” დამარცხებისთვის დიდი ძალები დახარჯა”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრიმერას 24-ე ტურის მატჩში, “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგა და კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“ძალიან რთული გამარჯვება იყო. პირველი ტაიმი გაცილებით რთული გამოდგა, “ატლეტიკომ” კარგად განახორციელა ზეწოლა და თამაში გაგვიჭირდა. შესვენების შემდეგ “ატლეტიკოს” პრესინგი ისეთივე ეფექტური აღარ იყო და ჩვენ გატანა შევძელით. ძალიან მოხარული ვარ, რომ პირდაპირი კონკურენტი დავამარცხეთ და ცხრილს სათავეში ჩავუდექით.

პირველ ტაიმში ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ხშირად ბურთს ვკარგავდით, მაგრამ ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს და ბურთის კონტროლის დამყარება შეძლეს. ამ გამარჯვებისთვის დიდი ძალები დავხარჯეთ.” – ციტირებს ენრიკეს As.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში