“ბარსელონამ” არგენტინელ ვარსკვლვთან, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მესი “ბარსელონასთან” თანამშრომლობის გაგრძელებისთვის ბონუსის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. კატალონიური კლუბი ახალი კონტრაქტის გაფორმების თარიღს უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს. შეთანხმების ფინანსური მხარე, ჯერჯერობით, უცნობი რჩება.
