“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაფხულში “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას აპირებს.
პორტუგალიელი სპეციალისტი ერთი კვირის წინ 25 წლის ბრაზილიელს დაუკავშირდა და მას დღემდე ურეკავს, რათა “წითელი ეშმაკების” რიგებში გადასვლაში დაარწმუნოს.
მოურინიო ნეიმარს უხსნის, რომ ინგლისში გადაბარგება და მასთან მუშაობა ფეხბურთელისთვის სასარგებლო იქნება – ის უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდება.
მწვრთნელმა უკვე თავის უახლოეს დამხმარეებს შეატყობინა, რომ ნეიმარის ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” შეტევის ხაზის გასაძლიერებლად იდეალური იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში, ნეიმარმა “ბარსელონასთან” 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.



