workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ბელერინი, ვენგერის წასვლის შემთხვევაში, “ბარსელონას” შეთავაზებას განიხილავს

MD: ბელერინი, ვენგერის წასვლის შემთხვევაში, “ბარსელონას” შეთავაზებას განიხილავს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალის” მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი, თუ ლონდონურ კლუბს მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დატოვებს, “ბარსელონას” შესაძლო შეთავაზებას განიხილავს.

კატალონიური წყაროს ცნობით, “ბარსელონა” დიდი ხანია 21 წლის ფეხბურთელს აკვირდება და მის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად მზადაა. კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, ბელერინის გამო, “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრასაც დაესწრო.

“ბაიერნთან” განადგურების შემდეგ ვენგერის მიერ “არსენალის” დატოვებაზე ჭორები არ წყდება. ფრანგი სპეციალისტის წასვლამ, შესაძლოა, ბელერინს “ბარსელონაში” დაბრუნებისკენ უბიძგოს, სადაც ის აღიზარდა.

ბელერინმა ინგილისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward