არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედგარდო ბაუსა გუნდის სამომავლო წარმატებებს ლიონელ მესის მდგომარეობას უკავშირებს. სპეციალისტს ჰკითხეს, სთხოვს თუ არა დახმარებას თავის თანამემამულეს, რომის პაპს, ფრანცისკე I-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის.
“არა, მას დახმარებას არ ვთხოვთ. მას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. თუ მესი ფორმაში იქნება, რომის პაპს არაფერს ვთხოვთ. დიახ, მე წარმომიდგენია საკუთარი თავი მუნდიალის გამარჯვებულად, მესისთან ერთად. ჩემს პროფესიას ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამაზე არ ვიოცნებებდი. ჩვენ, არგენტინაში ფუნდამენტალისტური ნაკრები ვართ. მესის გაწვრთნა არა ზეწოლას, არამედ უპირატესობას ნიშნავს.” – განაცხადა ბაუსამ.
