მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრენტე: “კლასიკოს” 2:6 წაგების შემდეგ წვეულებაზე წავედით”

დრენტე: “კლასიკოს” 2:6 წაგების შემდეგ წვეულებაზე წავედით”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი როისტონ დრენტე 2009 წელს “ბარსელონასთან” 2:6 განადგურების დღეს იხსენებს.

“იმ დღეს წვეულებაზე წავედით, რადგან ნამდვილად გვჭირდებოდა განტვირთვა. “რეალში” მსგავსი რაღაცები აკრძალულია. ყველგან წასვლა შეგიძლია, მაგრამ არა წაგების შემდეგ. არ შეიძლება, დამარცხების შემდეგ ღამით სადღაც დაგინახონ. თუმცა, ჩვენ “რეალის” ახლგაზრდა ფეხბურთელების ჯგუფი ვიყავით, რომელთა სახელებსაც არ დავასახელებ. ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დამირეკა და მითხრა: “როი, წამოდი”.

ჩემმა მეუღლემ არაფერი იცოდა, რადგან ასეთი წაგების შემდეგ სადღაც წასვლა ცუდი იდეა იყო, ამიტომ სახლიდან ჩუმად გამოვედი და ისეთ ადგილას გავედი, საიდანაც ის ხმას ვერ გაიგებდა. როდესაც სახლიდან უკვე შორს ვიყავი, მხოლოდ მაშინ დავქოქე მანქანა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში